აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები თავს დაესხმება ომანს, თუ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებების პროცესს ხელს შეუშლის.
„თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას დავბომბავთ“, — განაცხადა ტრამპმა.
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ივნისში შეთანხმებული 60-დღიანი ვადა დღეს ამოიწურა, თუმცა ომის დასრულების კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. პარალელურად, ირანული მხარის ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ომანთან მოლაპარაკებები რთულად, თუმცა მაინც გრძელდება.
ამასთან, ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა პირდაპირი კავშირი დაამყარა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს: „ისინი პოკერის კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ კვდებიან. მე არ მაქვს დროის გრაფიკი. არ ვჩქარობ“.

















