პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი გაუქმდა, რადგან რუსეთმა უარი თქვა უკრაინის მიმართ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება აშშ-სა და რუსეთის უმაღლეს დიპლომატებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გაუქმების მიზეზი ის იყო, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს გაუგზავნა მემორანდუმი მკაცრი პირობებით, რომელთა მისაღებადაც ვაშინგტონი მზად არ იყო.



















