დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად ერთობლივ მუშაობაზე. მხარეებმა აზრები გაცვალეს გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებერშტრაიტმა.

შოლცმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას „ნატო-ს ალიანსისა და გერმანულ-ამერიკული მეგობრობის შემდგომი გაძლიერებისადმი“.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუსას განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს 70-ზე მეტ ლიდერთან ჰქონდა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყება – კიევი არ იყო წინასწარ ინფორმირებული ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ
შემდეგი სტატია8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან