11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

დონალდ ტრამპს ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გასულ დღეებში ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვერსიები წარუდგინეს.

New York Times-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა, დონალდ ტრამპს თეირანში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობის ვერსიაც გააცნეს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტია „მასშტაბური საჰაერო დარტყმა ირანის მრავალ სამხედრო სამიზნეზე“.

გამოცემის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ გეგმაა და ირანზე უახლოეს პერიოდში თავდასხმის ოფიციალური ნიშანი ამ ეტაპზე არ არის.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დემონსტრაციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას თუ განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგებით უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიკადრიოვს თირკმელები გაეთიშა – კრემლი ჩეჩნეთის ახალ ხელმძღვანელს ეძებს
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი: “უცხო ძალებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ კლავენ ადამიანებს, წვავენ მეჩეთებს და თავს ესხმიან საჯარო ქონებას”