დონალდ ტრამპმა ზელენსკი ვაშინგტონში დაპატიჟა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი უკრაინელი კოლეგა ვლადიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დაპატიჟა – 1 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტარციამ გაავრცელა. ზელენსკიმ ტრამპს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეხვედრა აგვისტოში ან სექტემბერში შედგება, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიმართება იაპონიაში “დიდი ოცეულის” სამიტზე. ამერიკულ-უკრაინულ შეხვედრაზე დონბასის კონფლიქტზე ისაუბრებენ -წერს  “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაბერლინში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა