დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკვე მიუთითა, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტია

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკვე მიუთითა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია.

ტრამპი „ტვიტერის“ აქტიური მომხმარებელია. შესაბამისად, მან საკუთარი მიკრობლოგი უკვე განაახლა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მივიწყებულ მამაკაცებს და ქალებს აღარასდროს დაივიწყებენ“.

„მშვენიერი და მნიშვნელოვანია საღამოა. მივიწყებულ მამაკაცებს და ქალებს აღარასდროს მივივიწყებთ. ჩვენ ისეთი ერთობა გვექნება, როგორც არასდროს გვქონია“, – წერს ტრამპი საკუთარ გვერდზე.

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად “რესპუბლიკელი” დონალდ ტრამპი აირჩიეს. მისი კონკურენტი “დემოკრატიული პარტიიდან” ჰილარი კლინტონი იყო.

capture_04b2d

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ტრამპი ივანიშვილისგან განსხვავებით, მარკ ტვენსა და ჯეკ ლონდონს არჩევს
შემდეგი სტატია„დაამთავრეთ თაფლობის თვე და თანამდებობების გადანაწილება-გადმონაწილების პროცესი”