დონალდ ტრამპმა შსს მინისტრის წასვლა დააანონსა

აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი რაიან ზინკე 2018 წლის ბოლოს გადადგება – შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგზე შაბათს, 15 დეკემბერს დაწერა. ზინკე სამინისტროს ორი წელი ხელმძღვანელობდა და ამ ხნის მანძილზე მრავალს მიაღწია – თეთრი სახლის მეთაურმა აღნიშნა და მადლობა გადაუხადა მინისტრს “ერის მსახურებისთვის”. მან პირობა დადო, რომ ახალი მინისტრის სახელი მომდევნო კვირას გახდება ცნობილი – “დოიჩე ველე” წერს.
2016 წლიდან დონალდ ტრამპის გუნდიდან არა ერთხელ წასულან ჩინოვნიკები. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა აპარატის უფროსი ჯონ კელი გაანთავისუფლა თანამდებობიდან. ტრამპის დროს აპარატმა სამი უფროსი გამოიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალში“ დღეს დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად მივიდა