დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გლოვერ რობერტსის თანდასწრებით, საპრეზიდენტო ფიცი დადო.

„ცვლილება დაიწყება სწორედ ახლა, ამ მომენტში, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს არის თქვენი დღე და ამერიკის შეერთებული შტატები არის თქვენი ქვეყანა. ეს დღე დაგამახსოვრდებათ იმით, რომ ხალხი გახდა ამ ქვეყნის მმართველი კიდევ ერთხელ“, – მიმართა ამერიკელ ხალხს ტრამპმა.

ტრამპმა ფიცი აბრაამ ლინკოლნის ბიბლიაზე დადო, რომელზეც 1861 წელს ლინკოლნმა ამერიკელ ხალხს ერთგულება შეჰფიცა.

დონალდ ტრამპი წუხელ ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში ჩასვლისთანავე არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივიდა, სადაც ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გვირგვინი მიიტანა, შემდეგ კი ლინკოლნის მემორიალთან მიმდინარე კონცერტს ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო.

ლინკოლინის მემორიალთან გამართულ კონცერტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ გააერთიანებს ამერიკას და მას კვლავ ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს.

ტრამპი მოსახლეობას ცვლილებებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის არმიის გაძლიერებას ჰპირდება.

დღეს ტრამპი, პირველად, თეთრ სახლთან ახლოს მდებარე წმინდა იოანეს ეკლესიაში მივიდა, შემდეგ კი მან და მელანია ტრამპმა, ბარაქ და მიშელ ობამებთან ერთად ისაუზმა.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია