13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

დონალდ ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებასა და ეკონომიკური შეზღუდვების გაფართოებას ითვალისწინებს.

კანონი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, დამატებითი, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის უმსხვილეს მყიდველებს შორის არიან (მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს).

შეზღუდვები შეეხება რუსულ ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს, რომელსაც მოსკოვი სანქციების ავლით ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს, ასევე იმ კომპანიებსა და ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

უმკაცრდება სანქციები რუსეთის ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკულ პროექტებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული გაზის მცირე მოცულობას მოიხმარენ და ენერგოდამოუკიდებლობისკენ ნაბიჯებს დგამენ. გარდა ამისა, დოკუმენტი ახანგრძლივებს ირანის წინააღმდეგ მოქმედი ამერიკული სანქციების ვადას.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია19 სექტემბრის ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით