დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე ფოკუსირება სურს.

ისრაელის აპრლამენტში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მისი თქმით, თავდაპირველად რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ.

„ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს. წინააღმდეგი თუ არ ხარ, სტივ უიტკოფ, მოდით, თავდაპირველად ვფოკუსირდეთ რუსეთზე. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – როდესაც მსოფლიოს ერთი ნაწილისთვის მშვიდობა მიიღწევა, ეს იმედს ბადებს, თუ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულია ახლო აღმოსავლეთში, გლობალური აქტორების მონდომება იმუშავებს უკრაინაშიც
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რეჟიმის დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს: პროტესტების გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება