დონალდ ტრამპმა ნატო-ს მიმართ პოზიცია შეიცვალა

მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ნატო-ს მიმართ პოზიცია შეიცვალა. რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი ამჯერად ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს. მისი განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ინტენსიურად იმუშავებს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად.

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ტერორისტებთან ომს გააჩაღებს ფინანსური და კიბერ კუთხითაც. ცოტა ხნის წინ კი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე რესპუბლიკელთა კანდიდატმა არ გამორიცხა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატო-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვას, თუ ის პრეზიდენტი გახდება.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” “აფხაზთა კრებასთან” კონსულტაციები დაასრულა
შემდეგი სტატიაკასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება