აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომავალ თავდაცვის მდივნად პიტ ჰეგსეტი დაასახელა. ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია.
მანამდე ჰეგსეტი კენჭს იყრიდა მინესოტის შტატში სენატის წევრობისთვის.
„პიტი არის ძლიერი, ჭკვიანი და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპის ჭეშმარიტი მიმდევარი. პიტის სათავეში ყოფნით ამერიკის მტრები გაფრთხილებულნი არიან – ჩვენი სამხედრო ძალები კვლავ იქნება დიდებული და ამერიკა არასდროს დაიხევს უკან“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპმა გავრცელებულ განცხადებაში.
ჰეგსეტს ჯარში მსახურობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის ავღანეთისა და ერაყის მისიებში მსახურობდა.