დონალდ ტრამპმა მიგრანტებზე ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, 6 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა 90 დღით აეკრძალება. აღნიშნული ქვეყნებია ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. შეგახსენებთ, რომ ტრამპის წინა გარკარგულება მიგრანტების შესახებ აშშ-ს სასამართლომ დაბლოკა. წინასგან განსხვავებით დღევანდელ განკარგულებაში ერაყი არ ფიგურირებს.
ასევე, აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამა 120 დღით შეჩერდება.
განკარგულება ძალაში 16 მარტს შედის.

banner
წინა სტატიაშიმედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იგივე რაც ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა შევარდნაძის მთავრობაში
შემდეგი სტატიაგაზრდილი დანამატები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში