9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერთან ერთად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„პრეზიდენტ ტრამპთან სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრე, მათ შორის ეკონომიკაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე – და შევთანხმდით, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს კარნი სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა მოიწვია, რომელზედაც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები განიხილეს.

„შეხვედრა ფოკუსირებული იყო რეგიონში კანადელების დაცვის ძალისხმევასა და პარტნიორებთან კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობაზე. კანადა აგრძელებს ახლო აღმოსავლეთიდან და სპარსეთის ყურის რეგიონიდან გამგზავრების მსურველი კანადელებისთვის მოგზაურობის გამარტივებას. მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას საზღვარგარეთ მყოფი კანადელების, მათ შორის დიპლომატიურ მისიებში მყოფი კანადელების დასაცავად“, – წერს კანადის პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
შემდეგი სტატია“დიდი შვიდეული” ნავთობის რეზერვების ერთობლივად გამოყენებას განიხილავს