დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილი გაასაჯაროვა.

“ძვირფასო პრეზიდენტო ტრამპო, როცა მე ვტოვებ ამ წმინდა თანამდებობას, მინდა, გისურვოთ შენ და შენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ამერიკელი ხალხი და მსოფლიოს გარშემო მყოფი ხალხი ამ ოფისისგან ელოდება სიმტკიცეს ისტორიის გარდაუვალ ქარიშხლებში. მე ვლოცულობ, რომ მომავალი წლები იყოს დრო კეთილდღეობის, მშვიდობისა და მადლიერების ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგლოცოს და წარგიძღვეს ისე, როგორც დალოცა და წარუძღვა ჩვენს ძვირფას ქვეყანას დაარსების დღიდან”, – წერია ბაიდენის მიერ დატოვებულ წერილში.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი რუხაძე არის ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი… სანქციები მოდის”- უილსონი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა – თუ ვერ შევთანხმდებით, სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ სანქციები დავუწესო ყველაფერს, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს