დონალდ ტრამპმა გაერო გააკრიტიკა და მას ინტერესების კლუბი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს კლუბი უწოდა, სადაც სასაუბროდ და დროის კარგად გასატარებლად იკრიბებიან.
ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა, რომ თვლის, რომ გაეროს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ფაქტობრივად გამოუყენებელია. ტრამპის თქმით, მას ადარდებს ეს ფაქტი.
ტრამპმა, ასევე, გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობებს უკრძალავს. მან აშშ-ს მოქმედ ხელისუფლებას დოკუმენტის დაბლოკვისკენ მოუწოდა.
კენჭისყრისას აშშ-მ თავი შეიკავა, იმის მიუხედავად, რომ ადრე ყოველთვის ბლოკავდა ისრაელის მიმართ მსგავს რეზოლუციებს. შედეგად კი, რეზოლუციას მხარი უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და ის მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ რეზოლუციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრისხანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში(video) კირკიტაძემ და ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში “დასცხეს”
შემდეგი სტატიაარსებობს ძალიან მცირე ბერკეტები ცვლილებების განსახორციელებლად – სერგი კაპანაძე საკონსტიტუციო კომისიაზე