დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა – Reuters

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ასობით საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ტარიფები აღარ გავრცელდება ისეთ საკვებ პროდუქტებზე როგორიც, ყავა, ჩაი, ბანანი, ავოკადო და საქონლის ხორცია.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული პროდუქციის აშშ-ში საკმარისი რაოდენობით წარმოება შეუძლებელია.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტარიფებმა შესაძლოა „ზოგიერთ შემთხვევაში“ ფასების გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა აშშ-ში „ინფლაცია ფაქტობრივად არ არის“.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი BBC-ის უჩივლებს და კომპენსაციის სახით 5 მილიარდ დოლარამდე თანხას მოითხოვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: „ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს, მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ”