16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

დონალდ ტრამპმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე სენატორი მარკუეინ მალინი დანიშნა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე კრისტი ნოემის ნაცვლად სენატორი მარკუეინ მალინი დანიშნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი გაათავისუფლა.

„გაცნობებთ, რომ დიდად პატივცემული სენატორი ოკლაჰომას შტატიდან, მარკუეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

კრისტი ნოემი დასავლეთ ნახევარსფეროში უსაფრთხოების ჩვენი ახალი ინიციატივის, ამერიკის ფარის სპეციალური წარმომადგენელი გახდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

banner
წინა სტატიაშიPolitico – ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაბეირუთში ლიკვიდირებულია ჰეზბოლას ცეცხლის მართვის მეთაური ზაიდ ალი ჯუმა