11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

დონალდ ტრამპის თქმით, ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დაინტერესებულია, დიპლომატიური გზით მოაგვაროს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ირანთან სიტუაცია „ცვალებადია“ .

„ირანის გვერდით ჩვენ გვყავს დიდი სამხედრო ფლოტი. უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან არის. მათ სურთ შეთანხმება, მე ეს ვიცი. რამდენჯერმე დარეკეს. საუბარი სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე დარტყმის შესახებ.

ამასთან, გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიმდინარე კვირში თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან დამატებით კონსულტაციებს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანობის პირველ მქადაგებელს, წმ. ნინოს იხსენიებს