დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაერივნენ

3აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოში, მექსიკის საზღვართან ახლს, ერთმანეთს დაერივნენ.
ტრამპის პოლიტიკის დაახლოებით 1000 მოწინააღმდეგე გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომლის შემდეგაც მომხრეებსა და ოპონენტებს შორის შეტაკება მოხდა.
ქალაქის პოლიციამ დემონსტრანტებს დაშლა სთხოვა, თუმცა, ისიინი სამართალდამცველებს არ დაემორჩილნენ,ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, მათ ბოთლები და ქვები ესროლა.
სან-დიეგოს პოლიციამ აქციის 35 მოანწილე დააკავა.
თვითონ, დონალდ ტრამპმა სან-დეგოელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა “ავაზაკების დაკავების გამო, რომლებიც მშვიდობიანი მიტინგის ჩაშლას ცდილობდნენ”.

banner
წინა სტატიაშიჩინური რეკლამა იმაზე, თუ როგორ უნდა გაირეცხოს შავკანიანი
შემდეგი სტატია(+ფოტო) საქართველოში აკრედიტირებული ელჩები ენგურის ხიდთან იმყოფებიან