დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა-მამუკა ბახტაძე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონდებლო და აღმასრულებელ დონეებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე განაცხადა.

მის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველომ ,კიდევ ერთი, უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო სტრატეგიული პარტნიორისგან.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა მართლაც სტრატეგიული ხასიათისაა.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, მოაზრებულია როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი.

banner
წინა სტატიაშიმსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული
შემდეგი სტატიადედა-შვილი ახალშობილის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს