დონალდ ტრამპის მენეჯერმა პოსტი დატოვა

დონალდ ტრამპის მენეჯერმა პოსტი დატოვა

trampiდონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერმა პოსტი დატოვა. კონკრეტული მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.
ჰოუპ ჰიკსმა ტრამპის კამპანიის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც მისია, უკვე წარსულია და რომ კოლეგები მადლობელი არიან კერი ლევენდოვსკის “ერთგულებისა და მხურვალე მუშაობისთვის”.
“დონალდ ტრამპის გუნდი, რომელმაც პრაიმერიზებზე ისტორიული რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 14 მილიონი ხმა მიიღო, აცხადებს, რომ კორი ლევანდსკი უკვე არ მუშაობს ჩვენთან” – განაცხადა ჰოუპ ჰიკსმა.
ლევანდსკი, ტრამპის კამპანიის მენეჯერი მილიარდელის საპრეზიდენტო მარათონის დაწყების მომენტიდან იყო. თვითონ ტრამპიც ამბობდა, რომ მისი პროფესიონალიზმის დამსახურება იყო საკუთარი წარმატებები, განსაკუთრებით კი ნიუ-გემპშირის შტატში.

ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ისიც კი არ არის ცნობილი, მენეჯერი საკუთარი ნებით წავიდა თუ გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიშხამიანი ფრთიანი თევზები თურქეთის სანაპიროსთან გამოჩნდნენ
შემდეგი სტატიაახალი აფხაზური პასპორტის გაცემა 10 ივლისიდან დაიწყება