15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან საზენიტო-სარაკეტო სისტემები განალაგეს

დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან საზენიტო-სარაკეტო სისტემები განალაგეს. გამოცემა Palm Beach Daily News-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ტრამპის ფლორიდის რეზიდენციის მახლობლად, მცურავ ბარჟაზე, Avenger-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემაა განლაგებული. აშშ-ის საიდუმლო სამსახური საფრთხის მომატებული დონის პირობებში მუშაობს,– წერს გამოცემა The Telegraph.

საიდუმლო სამსახურის მოთხოვნით, დონალდ ტრამპის ვიზიტების დროს, მარ-ა-ლაგოს გარშემო საჰაერო სივრცე შეზღუდულია. უწყება ამ შეზღუდვის მუდმივ რეჟიმში გადაყვანას გეგმავს „მტრული სადაზვერვო ინფორმაციისა“ და „ტერორისტული საფრთხეების“ გამო სამსახურმა, რომელიც მაღალი რანგის ოფიციალური პირების – მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის – უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, მიმდინარე წელს განაცხადა, რომ დასაცავ პირებზე მუქარების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა.

მარ-ა-ლაგო არის პრეზიდენტ ტრამპის ძირითადი რეზიდენცია. იქ ის ხშირად მართავს უმაღლეს სახელმწიფო შეხვედრებსაც. როგორც The Telegraph წერს, მიიჩნევა, რომ საფრთხის დონის ზრდის მთავარი მიზეზი აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტია, თუმცა ბოლო წლებში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის რამდენიმე მცდელობა თავად აშშ-ის მოქალაქეების მხრიდანაც განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშირუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრეზიდენტი: გასულ ღამეს, პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა