დონალდ ტრამპის კონკურენტი ტედ კრუზი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა

Republican presidential candidate Senator Ted Cruz (R-TX) addresses a legislative luncheon held as part of the "Road to Majority" conference in Washington June 18, 2015. REUTERS/Carlos Barria - RTX1H57C

დონალდ ტრამპმა ინდიანას შტატში პრაიმერისი მოიგო. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდნტობის კანდიდატმა ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და თანაპარტიელი კონკურენტი დაამარცხა.

ტედ კრუზი, რომელიც დონალდ ტრამპის ერთადერთი მეტოქე იყო რესპუბლიკური პარტიიდან, საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

ტეხასელმა სენატორმა პრაიმერის შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადა, რომ მას კანდიდატად წარდგენის პერსპექტივა არ აქვს და წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

რაც შეეხება დემოკრატ კანდიდატებს, ინდიანაში შიდაპარტიული არჩევნები ბერნი სანდერსმა მოიგო, თუმცა ექსპერტების განცხადებით, ჰილარი კლინტონი მას მხარდამჭერი დელეგატების რაოდენობის მიხედვით მაინც უსწრებს.

banner
წინა სტატიაშინიკოლას ბერლინერი: ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან
შემდეგი სტატიაწინასარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კომემტარი თინა ხიდაშელმა გააკეთა