დონალდ ტრამპის კამპანიამ ფედერალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა, სადაც დაადანაშაულა ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის კამპანია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კამპანიის ფონდების არასწორად აღებაში.
„კამალა ჰარისი ცდილობს, ჯო ბაიდენის დარჩენილი კამპანიის ფულის 91.5 მილიონი დოლარის ძარცვას – ფულის ხელში თავხედურად ჩაგდება, რომელიც იქნება 1971 წლის ფედერალური საარჩევნო კამპანიის კანონის ისტორიაში ყველაზე დიდი დარღვევა“, – განაცხადა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა, დევიდ უორინგტონმა.
სარჩელი მიზნად ისახავს ჰარისისთვის ფულზე წვდომის დაბლოკვას.
საჩივარი მოითხოვს სისხლის სამართლის გამოძიებას და ამტკიცებს, რომ კამალა ჰარისისთვის კომიტეტის სახელის გადარქმევა თაღლითობის ფორმაა.
სარჩელი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენს უნდა აიძულონ დააბრუნოს თავისი ფული, ვიდრე მათ ჰარისს გადასცემენ.
საარჩევნო კამპანიის ფინანსური ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰარისს აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა თანხებზე, რადგან ის იყო ბაიდენის გუნდში, როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
გაურკვეველია, რას გადაწყვეტს ფედერალური საარჩევნო კომისია საბოლოოდ.