6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად არის

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ირანის რეჟიმის უმაღლესი რანგის 49 ლიდერი დაიღუპა. მაგრამ, ახალი პირები ჩნდებიან. ეს სამუშაო ბევრს სურს. ზოგიერთი მათგანი კარგიც იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, ირანს რაკეტების გამშვები დანადგარების რაოდენობა ეწურება, ხოლო აშშ-ის შეიარაღების დიდი მარაგი აქვს.

„გამშვები დანადგარები ეწურებათ, რადგან მათი განადგურება მოხდა. ჩვენ უსაზღვრო რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს. ჩვენი თავდაცვის კომპანიები მათ სწრაფად აწარმოებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიBBC: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასმა მოიმატა
შემდეგი სტატიაადიგენში, 5 ოჯახი, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანათ, ფულად კომპენსაციას მიიღებს