დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორი უწოდა

დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

ოვალურ კაბინეტში, კირ სტარმერთან შეხვედრისას, ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპს, კვლავ მიაჩნია, რომ ზელენსკი დიქტატორია?

„ეს მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი“,- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ჟურნალისტმა ზელენსკის ვიზიტთან და წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.

„პრეზიდენტი ზელენსკი ჩემთან პარასკევს დილით მოდის. ჩვენ ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ორივე მხარისთვის, რადგან ის ნამდვილად მიგვიყვანს ამ ქვეყანაში, იქ ვიმუშავებთ“,- განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TruthSocial-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

„ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინულ გამოკითხვებში ძალიან დაბალ პროცენტს აჩვენებს. ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, იყო ის, რომ ბაიდენს თავის დაკრულზე ათამაშებდა. დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება”.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო – ბოლო ინფორმაციით, ძალიან ახლოს ვართ ფინიშის ხაზთან, მინერალების შესახებ შეთანხმება შესანიშნავია უკრაინისთვის და სწორი გადაწყვეტილებაა ჩვენთვის
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებზე ისაუბრა