დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2017 12:28

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ,- ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილტან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პენსმა აღნიშნა, დღეს გლობალური პარტნიორობის წვრთნა მიმდინარეობს, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს, თავისი თავდაცვისუნარიანობა გაამყაროს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარების საქართველოს თავდაცვის უნარის განმტკიცებაში.

“პრეზიდენტ ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ძალიან შთაბეჭდილების მომხდენია, რომ საქართველო ორ პროცენტს ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვის სფეროზე და ამით ნატოს ზოგიერთ წევრს ასწრებს, მაგრამ ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული”,-აღნიშნა პენსმა.

მისივე თქმით, სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები განლაგებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და 20 პროცენტი ოკუპირებულია.

“ხაზს ვუსვამ, რომ ამერიკა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამერიკა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენუტიტეტს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ”,-აღნიშნა პენსმა.

პემსის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციებს მალე საკანონმდებლო სახე ექნება.

“ჩვენ გვსურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის დესტრუქციულ ქმედებებს გააუქმებს. რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ბოლო დიპლომატიური ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, სამწუხაროდ, საწინააღმდეგოს მეტყველებს. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობას გავაგრძელებთ და მას გავაღრმავებთ, რათა საქართველომ შეძლოს, რუსეთის აგრესიის შედეგები გადაიტანოს”,-აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2017 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics