8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

დონალდ ტრამპი – ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს, ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დასადებად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკიმ „შეთანხმება უნდა დადოს“, პუტინი კი შეთანხმების დასადებად მზადაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ინტერვიუში ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, ის უკრაინის შესახებ შეთანხმების დაბრკოლებას წარმოადგენდეს“.

„ზელენსკიმ უნდა იმოქმედოს და შეთანხმება უნდა დადოს. ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების დადებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ლიდერი ახლა სუსტ პოზიციაში იმყოფება და კომპრომისზე უნდა წავიდეს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი, დიდი ხანია, ამბობს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატებისთვის რესურსების ფუჭად ხარჯვაა და დროა, ომი დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ირანში მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ ოპერაციის მომდევნო ფაზაზე გადავდივართ, კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი