დონალდ ტრამპის თქმით, ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, იცით რატომ? ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა. ჩვენი ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან. თუ თქვენ ნახავდით სურათებს, რომლებიც მე ვნახე ბრძოლის ველიდან თანამგზავრიდან, თქვენ არასდროს გინახავთ მსგავსი სურათები“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს ასევე განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.
„მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ რუსეთს სურდა ამის გაკეთება,“ – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების გაფორმების პერსპექტივაზე.
„მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლოს ვართ. მე მგონია, რომ მათ სურთ ეს და ეს მნიშვნელოვანია, ეს დიდი გარიგებაა, მაგრამ მათ სურთ ეს. ეს გვტოვებს იმ ქვეყანაში და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ამით. მაგრამ, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ფულს. ეს უნდა ხელმოწერილიყო დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩვენ შევიდოდით. ბაიდენს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ ბაიდენმა არ იცოდა დიდად, რას აკეთებდა. ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო”, – თქვა ტრამპმა.