დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა უკრაინის თანხმობას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.

„ჩვენ გვსურს, უკრაინაში ომი დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთთან შეხვედრას დღეს ან ხვალ გამართავს.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

banner
წინა სტატიაში“ბურთი ახლა მათ მოედანზეა”-რუბიოს თქმით, რუსეთმა უნდა აჩვენოს მშვიდობისკენ მზაობა
შემდეგი სტატიატრამპის თქმით, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება