დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ

ვფიქრობ, ზელენსკი, შესაძლოა, ყველაზე დიდი გაყიდვების აგენტია იმ პოლიტიკოსთაგან, რომელთაც ოდესმე უარსებიათ, ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, უკან 60 მილიარდი დოლარით ბრუნდება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დეტროიტში ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, მას ზელენსკი მოსწონს კიდეც, განსაკუთრებით იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა ზელენსკი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პირველ მცდელობასთან დაკავშირებულ სკანდალს, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი მას არ დამუქრებია.

„ოთხი დღის წინ ის 60 მილიარდით დაბრუნდა სახლში და გამოაცხადა, რომ მას კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს სრულდება. მე მოვაგვარებ ამ საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, არჩეული პრეზიდენტის რანგში“, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაგიგა შუშანია: ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა, რომელიც კარგად აჩვენებს ივანიშვილის და მისი პარტიის დამოკიდებულებას ქუთაისელებისადმი