დონალდ ტრამპი: “ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი ვენესუელის ლიდერთან, ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობის გამწვავებაა.

„ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოდილერს და ადამიანით ვაჭრობაში მყოფ პირს, გთხოვთ, განიხილოთ ვენესუელის საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტილად. გმადლობთ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა და მხარეებმა შეერთებულ შტატებში შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილეს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სატელეფონო ზარის პარალელურად, დონალდ ტრამპი განაგრძობს სამხედრო რიტორიკას ვენესუელის მიმართ, ამავდროულად დიპლომატიურ გზასაც განიხილავს.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას.

შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: “ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას”
შემდეგი სტატიალელო: “ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია”