21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

დონალდ ტრამპი: ვარსკვლავებმა და ზოლებმა ოდესღაც ჩაქუჩი და ნამგალი დავიწყებას მისცეს. საჭიროების შემთხვევაში, ამას ისევ ვიზამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ისტორიულ და საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა მზად არის საკუთარი პოზიციები კვლავ დაიცვას, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამის აუცილებლობა აღარ დადგება:

„ვარსკვლავებმა და ზოლებმა ოდესღაც ჩაქუჩი და ნამგალი დავიწყებას მისცეს. საჭიროების შემთხვევაში, ამას ისევ ვიზამთ. არ მგონია, რომ ეს საჭირო გახდება – ხალხმა ჭკუა ისწავლა“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 250 წლის იუბილეს ფარგლებში, მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები იმართება, სადაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებით მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს
შემდეგი სტატიაქარელის მუნიციპალიტეტში ავტობანიდან სოფელ ახალსოფლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩაინგრა