დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას დათანხმდა. ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ პირდაპირი კომერციული გაყიდვების გზით 50 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი შეიარაღების ექსპორტს უკრაინაში მხარს უჭერს.

ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვისთვის თანხმობა გასცა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია
შემდეგი სტატიამარკო რუბიო – აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, ეს არის საერთო კეთილდღეობის ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ