დონალდ ტრამპი: “უკრაინისა და რუსეთის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული მისი „სამშვიდობო წინადადება“ დასრულებულ და საბოლოო ფორმას არ წარმოადგენს.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს გეგმა საბოლოო, ტრამპმა უპასუხა: „არა, საბოლოო არაა“.

ტრამპის თქმით, მიზანი არის მშვიდობის მიღწევა, რაც „ დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“.

„უკრაინისა და რუსეთის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს არასდროს მოხდებოდა. ახლა კი მის დასრულებას ვცდილობთ – ერთი გზით თუ მეორე გზით,“ – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტი: “აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინაზე კარგ საფუძველს ქმნის, მაგრამ ევროპასთან შეთანხმება სჭირდება”
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე – მიუხედავად საქართველოში მძვინვარე რუსული ბანდის მცდელობისა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იდეა, ყოველთვის იარსებებს – ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს შეცდომები, მაგრამ იმ ფონზე, რაც ხდება, ჩანს, რა გააკეთა „ვარდების რევოლუციამ“