დონალდ ტრამპი – უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს

უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინასთან ელექტროსადგურების ამერიკული კომპანიების მფლობელობაში გადაცემის საკითხი განიხილება.

ტრამპის თქმით, ერ რიადში გამართული მოლაპარაკებები ძირითადად შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყო კონცენტრირებული, განხილული იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც რუსეთთან სამწლიანი ომის შეჩერებისკენ არის მიმართული.

„ახლა ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, დემარკაციის ხაზებზე, ელექტროსადგურების მფლობელობის საკითხზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 88-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: რამდენიმე ადამიანის უგუნური ქმედება სომეხ ხალხთან მეგობრობას და ძმობას ვერ შეცვლის