დონალდ ტრამპი – უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება თუ სურთ, შესანიშნავია, ჩვენ არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ

უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსება თუ სურთ, შესანიშნავია, ჩვენ არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მათ თუ სურთ ამის გაკეთება, ეს შესანიშნავია. ვიცი, რომ ამის შესახებ აღნიშნეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, სხვებმაც და მე არ ვარ წინააღმდეგი. ჩვენ არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ თუ მათ სურთ, მე არ ვიქნები წინააღმდეგი“, – აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება ევროპიდან ამერიკული ჯარის გაყვანის საკითხს, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ამერიკული ჯარი ევროპიდან უნდა გაიყვანოს და ეს საკითხი არასოდეს ყოფილა განხილული.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხის ნახევარიც კი, რაც აშშ-მა უკრაინას გადასცა, კიევს მივაწოდეთ 350 მილიარდი დოლარი, შეიძლება, ცოტა ნაკლები, მაგრამ სად მიდის ეს ფული?
შემდეგი სტატიაPOLITICO: EU-ის ქვეყნები უკრაინისთვის, ომის დაწყების დღიდან, დახმარების ერთ-ერთ უმსხვილეს პაკეტს ამზადებენ | ღირებულება, სულ მცირე, 6 მილიარდი ევრო იქნება