11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

დონალდ ტრამპი UFC-ის მებრძოლებს ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯს ხვდება

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.

„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.

„ილია – ვისზეც ამბობენ, რომ მასზე გამძლე არავინ არსებობს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ქართველის შესახებ.

„არასდროს მეგონა, რომ ასეთი კეთილი იქნებოდით, გულწრფელად“, – განაცხადა თოფურიამ.

„ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა თოფურიას მომავალი ბრძოლის შესახებაც ჰკითხა: „კარგად იცნობ მოწინააღმდეგეს? თავს კარგად გრძნობ? როგორია გამარჯვების შანსი?“

„ვიცი, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სრული რწმენა მაქვს, 100 პროცენტით. მასაც სრული რწმენა აქვს, ამიტომ შესანიშნავი ბრძოლა იქნება“, – უპასუხა თოფურიამ.

29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.

banner
წინა სტატიაშიილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული, უკრაინა სარკისებრ იმოქმედებს