20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დონალდ ტრამპი თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნებაზე: გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების ერთობლივ წარმოებაში დაბრუნების უფლების მიცემასთან დაკავშირებით.

ტრამპმა აღნიშნა, რომ საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუმცა თავად თურქეთის პროგრამაში დაბრუნებისკენ იხრება. მისი თქმით, ვაშინგტონს უწევს ფრთხილი გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადასცემს ამ ტექნოლოგიას.

აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგაზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს ისრაელი არ მოსწონს, მან ტრამპის თხოვნით ირანის კონფლიქტში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ტრამპის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს არაერთ საკითხში დაეხმარა, რაც მის პოზიციაზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები ყრილობის ჩატარების შემდეგ დაინიშნება
შემდეგი სტატიახათუნა ქოქოსაძე: ზაფხულში მოსალოდნელია თბური ტალღები, გვალვა და ძლიერი ნალექი