16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

დონალდ ტრამპი – შეიძლება, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები შევწყვიტოთ, ისინი ცუდად იქცევიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეწყვიტოს.

მისი თქმით, ესპანეთი არ თანამშრომლობს ამერიკასთან.

„ისინი საერთოდ არ თანამშრომლობენ. შეიძლება, სავაჭრო ურთიერთობები შევწყვიტოთ, ყველა სავაჭრო ურთიერთობა. ძალიან ცუდად იქცევიან ნატო-სთან მიმართებით. ისინი დაცულნი არიან, არ უნდათ თავიანთი წილის გადახდა და ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში. ესპანელი ხალხი შესანიშნავია, ხელმძღვანელობა – არც ისე კარგი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ესპანეთმა ამერიკას ირანზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა. ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სავაჭრო მუქარების მიუხედავად, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: “მე არ ვიქნები მაგიდასთან, სადაც პოლიტპატიმრებით უნდა ივაჭრონ”
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი “ოცნებაზე”: ადამიანები ციხეში გყავდეს, ურტყამდე, აჯარიმებდე და მელაპარაკეო მეუბნები​, არაადეკვატურია