დონალდ ტრამპი სერგეი ლავროვს შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.
მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმავიით, შეხვედრაზე სირიის, პალესტინა-ისრაელის, ავღანეთისა და უკრაინის პრობლემატური საკითხები განიხილეს.


პრეზიდენტმა ტრამპმა მოლაპარაკებებს ,,კარგი შეხვედრა,, უწოდა.. ხოლო სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყვიტონ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რომლების საერთაშორისო დღის წესრიგში დგას.
,,პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა თავისი დაინტერესება, რომ ურთიერთხელსაყრელი, საქმიანი დ პრაგმატული ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან,, აცხადებს ლავროვი.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის მთავრობა გადადგა
შემდეგი სტატიატრამპი: აშშ უკრაინის პრობლემის გადაწყვეტაში ჩერთვება