დონალდ ტრამპი : “საზღვარზე ავაშენებთ დიდ კედელს არალეგალური ემიგრაციის შესაჩერებლად”

ტრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა

კლივლენდში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა დასრულდა. დონალდ ტრამპმა ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო გამოსვლა მკაფიო გზავნილებით დაიწყო. მან განაცხადა, რომ მისი მმართველობა სიმართლეზე დაფუძნებული იქნება. დონალდ ტრამპმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, რომელზე პასუხისმგებელიც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო.

„რა გვაქვს ჰილარი კლინტონის 4 წლიანი მმართველობის შედეგად. ISIS მთელს რეგიონსა და მსოფლიოში გავრცელდა. ლიბია ნანგრევებადაა ქცეული. სიკვდილი, ნგრევა, ტერორიზმი და სისუსტე – ესაა ჰილარი კლინტონის მემკვიდრეობა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპა.

მან ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, პირველ ადგილზე აყენებს ამერიკას და ამერიკელბეს. ყურადღება გამახვილებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე, ტერიროზმისგან და არალეგალური მიგრაციისგან თავის დაცვაზე.

საემიგრაციო კანონმდებლობის უკიდურესი გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა.

„სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ემიგრაცია იმ ქვეყნებიდან, სადაც ტერორიზმია. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ იმ ადამიანებს შემოვუშვებთ, რომლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ღირებულებებს და რომლებსაც ეყვარებათ ამერიკელი ხალხი. საზღვარზე ავაშენებთ დიდ კედელს არალეგალური ემიგრაციის, მოძალადე დაჯგუფებებისა და ჩვენს მოსახლეობაში ნარკოტიკების შემოტანის შესაჩერებლად,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში(video) არანაირი წვლილი ჩვენს ტერაქტში იგორ გიორგაძეს არ მიუძღვის
შემდეგი სტატიაევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა