დონალდ ტრამპი საფრანგეთში არეულობას მიგრაციის პრობლემას უკავშირებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში არეულობას მიგრაციის პრობლემას უკავშირებს.

როგორც მხარდამჭერების წინაშე აიოვაში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, საფრანგეთში „საშინელი არეულობა“ მოითხოვს საპასუხო ქმედებებს, რაც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და საზღვრების გამაგრებას გულისხმობს.

საფრანგეთში არეულობა პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა. საპროტესტო აქციები მოროდიორობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. ხელისუფლებამ არეულობების ჩახშობა ქუჩებში დამატებითი საპოლიციო ძალების გამოყვანის გზით შეძლო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაბრუნებული პოლკ „აზოვის“ მეთაურები აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – პოლიტიკური თამაშის ნაწილია, როდესაც სექსუალური უმცირესობებისგან საფრთხობელას აკეთებენ, ვითომ აორგანიზებენ კონსერვატიულ ჯგუფებს და საზოგადოების ყურადღება გადააქვთ