დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ახალ განკარგულებას ხელს მომავალ კვირას მოაწერს

დონალდ ტრამპი ახალ საემიგრაციო აკრძალვაზე მუშაობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებან საუბარში აღნიშნა, რომ განკარგულების შესწორებული, ახალი ვერსიის გამოცემას განიხილავს, რომელიც შესაძლოა, მომდევნო დღეებში გამოქვეყნდეს.

განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უარი განაცხადა იმ განკარგულების ამოქმედებაზე, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს.

ჯერ კიდევ გუშინ დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებას მისი ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. თუმცა, რა გადაწვეტლებას მიიღებს საბოლოოდ, ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს სურბ სარგისის დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიაენმ-ის წევრები დრანდის ციხეში დაპატიმრებული გიორგი ლუკავას მეუღლეს შეხვდნენ