ვფიქრობ, მას, ვლადიმერ პუტინს ბრძოლის შეწყვეტა სურს. მე ამას ვხედავ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მასთან იყო საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით, დაახლოებით სამი საათი. ვფიქრობ, მას სურს ბრძოლის შეწყვეტა. მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა, თქვენ გესმით ეს. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. მათ ეს აქამდეც გაუკეთებიათ. თუმცა ვფიქრობ, მას სურს ბრძოლის შეწყვეტა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.