6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ჩემს პრიორიტეტთა სიაში ძალიან მაღლა დგას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მის პრიორიტეტთა სიაში ძალიან მაღლა დგას.

ტრამპის თქმით, სურს ომის დასრულება, რადგან „ამ სულელურ ომში ყოველთვიურად 30 000 ჯარისკაცი იღუპება“.

„რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას, სად არის ის ჩემს პრიორიტეტულ სიაში? ძალიან მაღლა. მეგონა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილი იქნებოდა. რვა ომი მოვაგვარე, სინამდვილეში, შეიძლება, კიდევ ერთი, მაგრამ სულ მცირე, რვა ომი. მეგონა, ეს ბევრად ადვილი იქნებოდა, ვიდრე არის. უზარმაზარი სიძულვილია პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის.

უზარმაზარი სიძულვილი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიძულვილი მინახავს, ​​მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაზე მასშტაბურია. მჯერა, ეს მოხდება. ზოგჯერ ერთს ვადანაშაულებ, ზოგჯერ მეორეს.

ვფიქრობ, ეს მოხდება. ჩემს სიაში ეს მაღლა დგას, არა იმიტომ, რომ ეს ასე ძალიან მოქმედებს შეერთებულ შტატებზე, რადგან ის ძალიან შორს არის, არამედ ვხედავ, რომ გასულ კვირას და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ფაქტობრივად, 32 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ სულელურ ომში ყოველთვიურად 30 000 ჯარისკაცი იღუპება. ძალიან მინდა მისი დასრულება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესია“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიოცნების წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ის სახდეპის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა