5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

დონალდ ტრამპი – პუტინით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ დამისრულებია

იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ პუტინთან ურთიერთობა არ დამისრულებია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბიბისისთან“ ექსკლუზიური სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ის პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ ის თითქმის არავის ენდობა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაასრულა თუ არა პუტინთან ურთიერთობა, ტრამპმა უპასუხა: „მე იმედგაცრუებული ვარ პუტინით, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. მაგრამ იმედგაცრუებული ვარ მისით“.

კითხვაზე, როგორ უნდა აიძულოს პუტინი, რომ შეაჩეროს სისხლისღვრა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „ამაზე მუშაობს“.

შეგახსენებთ, მანამდე, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და მკაცრი ზომების გატარება დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი – ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა, ეს არ გვადარდებს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი – თავდაცვის მინისტრად, ხოლო პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო პრემიერ-მინისტრად წარადგინა