“იყო შემთხვევები, როდესაც პუტინთან ყველაფერი დასრულებული მქონდა, მაგრამ ზელენსკის არ სურდა შეთანხმების დადება, რამაც ჩემი შოკი გამოიწვია. შემდეგ მქონდა შემთხვევები, როდესაც ყველაფერი პირიქით იყო. ვფიქრობ, ახლა ორივეს სურს შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამას მოგვიანებით გავიგებთ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მას მტკიცედ სწამს, რომ პუტინი უკრაინაში ხელმეორედ აღარ შეიჭრება. ტრამპმა ასევე, აღნიშნა, რომ არ არის მზად დადოს პირობა უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის.


















