29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

დონალდ ტრამპი – პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება,ძალიან მკაცრი სანქციებია და განვიხილავ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინის ომთან დაკავშირებით მხოლოდ „უაზრო განცხადებები“ ისმის, რომლებიც რეალურ მნიშვნელობას მოკლებულია.

„ძალიან ბევრ უაზრობას გვაწვდიან პუტინისგან, თუ გნებავთ სიმართლე იცოდეთ,“ — განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„ყოველთვის თავაზიანია, მაგრამ საბოლოოდ ეს არაფერს ნიშნავს.“

ტრამპმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრით, რომელიც, მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით არავითარ პროგრესი არ მოუტანია.

ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს სენატის მიერ ინიცირებულ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ტრამპმა მოკლედ უპასუხა:
„ძალიან სერიოზულად განვიხილავ.“

banner
წინა სტატიაშირუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
შემდეგი სტატიათეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი-სახელმწიფო, რომელიც თავის ეკლესიაში კრემლის აგენტს ხედავს და არაფერს აკეთებს, თავადვე ხდება ამ აგენტურის თანაინვესტორი